აშშ-ში ქართული პროდუქციის ექსპორტი 101%-ით გაიზარდა – რას ვყიდით

აშშ-ში ქართული პროდუქციის ექსპორტი 101%-ით გაიზარდა – რას ვყიდით

აშშ-ში ქართული პროდუქციის ექსპორტი 101%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში საქართველოდან აშშ-ში 35.596 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი პროდუქცია გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში17.666 მლნ აშშ დოლარის. წერს BPN.

წლევანდელი მაჩვენებლით, წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში ჯამში 1.030 მლრდ აშშ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, სადაც აშშ მერვე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ქართულ პროდუქტებს, რომლის ექსპორტიც წელს იანვარ-მაისში აშშ-ში განხორციელდა, ათეული ასე გამოიყურება:

  • ფეროშენადნობები – 19.615 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები 2.988 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 2.605 მლნ აშშ დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 2.365 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატების ნაწილები – 1.826 მლნ აშშ დოლარი
  • წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – 1.550 მლნ აშშ დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – 877.2 ათასი აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 848.3 ათასი აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 475.7 ათასი აშშ დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – 332.9 ათასი აშშ დოლარი