სოფელ გორელოვკაში XX-საუკუნის 40 -იან წლებში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა, სამცხე-ჯავახეთის მკაცრი პირობების მიუხედავად მაინც აიშენეს სახლები და შექმნეს საცხოვრებელი პირობები. ,, ჭები, როგორც წესი, ხელით იყო გათხრილი და ქვით, ხით ან აგურით იყო გამაგრებული. სოფელ, გორელოვკაში, ჭა თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა! წყალი ყველგან განსხვავებული იყო.ზოგან მარილიანი და ხისტი, სასმელად არ ვარგოდა. აი, გორელოვკისგან განსხვავებით სოფელ,ეფრემოვკაში წყლის დეფიციტი იყო და წყალი, გორელოვკიდან, დიდი ცისტერნებით მიჰქონდათ. ჭასთან ახლოს ქვის ,, საგუბრები,, გვქონდა დადგმული, მისი დანიშნულება პირუტყვის წყლით უზრუნველყოფა იყო.! ,, ამბობს სოფელ, გორელოვკის მკვიდრი, გალინა სუხორუკოვა.
თანამედროვე ადამიანისთვის ძნელია წარმოიდგინოს რა მნიშვნელობა ჰქონდა წყლის წყაროებს ჩვენი წინაპრებისთვის.ძველ ჭებს მნიშვნელოვანი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს. ისინი სასმელი წყლის ძირითადი წყაროები იყვნენ სოფლებში და პატარა ქალაქებში თანამედროვე წყალმომარაგების სისტემების გამოჩენამდე.
ჭის სიღრმე დამოკიდებული იყო მიწისქვეშა წყლების დონეზე. ჭა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოების ცხოვრებაში, რადგან ჭაში არსებული წყალი გამოიყენებოდა სასმელად, საჭმლის მომზადებისთვის, სარეცხისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის.
აქვე, ჭასთან ახლოს დევს ქვის ,, საგუბარი ” მისი დანიშნულება, ცხოველების წყლით უზრუნველყოფა იყო. , საგუბარი, განთავსებული იყო ჭასთან ახლოს,რათა გაადვილებულიყო მისი წყლით შევსება. ქვის ,, საგუბარი ” მკაცრი პირობების მიუხედავად, გამძლე და მდგრადი იყო. მას აქვს ღრმა ისტორიული ფესვები და დაკავშირებულია ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასტან. ზოგიერთ რეგიონში ასეთი საგუბრები დღემდე შენარჩუნებულია, რაც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ სოფლებში, ქვის ,, საგუბრების ” გამოყენება დღემდე გრძელდება მათი გამძლეობისა და ესთეტიკური ღირებულების გამო.