მედიცინაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნა და უნარები, არამედ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება. თავის სფეროში გამოჩენილი პროფესიონალის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გინეკოლოგი კარინე საჰაკიანი, თითქმის 40 წლიანი გამოცდილებით. მისი ხანგრძლივი კარიერა მედიცინაში მოწმობს კომპეტენციის მაღალ დონეს და ქალთა ჯანმრთელობის ღრმა ცოდნას.
ნებისმიერი სპეციალისტის სამედიცინო კარიერის დასაწყისი იწყება სწავლებნით. გინეკოლოგისთვის ეს ნიშნავს სამედიცინო უნივერსიტეტში გატარებულ წლებს. საჰაკიანმა დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის ინსტიტუტი. ამის შემდეგ მან დაასრულა ორწლიანი კლინიკური რეზიდენტურა და ოთხი წელი მუშაობდა მოსკოვში, ხოლო 1987 წელს დაბრუნდა ბოგდანოვკაში, სადაც დღემდე მუშაობს.
კარინი საუბრობს სირთულეებზე როგორც სამედიცინო საქმიანობის საწყის ეტაპზე, ასევე არსებულ სირთულეებზე. მოგეხსენებათ, დღეს ნინოწმინდის კლინიკაში სამშობიარო აღარ არსებობს და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ქალებს საქართველოს სხვა ქალაქებში უწევთ მშობიარობა.
“მუდმივად მეკითხებიან, როდის გაიხსნება სამშობიარო? – ვფიქრობ, ადგილობრივებს ჩვენს საავადმყოფოში მშობიარობა უფრო ურჩევნიათ, ვიდრე სხვა ქალაქებში. სამშობიაროდ საჭიროა ქირურგიული განყოფილება და მინიმუმ საოპერაციო და ოპერაციული ჯგუფი, რომელიც ჩვენ აღარ გვყავს”, – ამბობს კარინე საჰაკიანი.
კარინე ამბობს, რომ 90-იან წლებში მას რთულ პირობებში მოუწია მუშაობა. მას სამედეცინო ოპერაციების ჩატარება ლამპის შუქის ქვეშ მოუწია.
პროფესიული უნარების გარდა, მნიშვნელოვანია ექიმის პირადი თვისებებიც. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გინეკოლოგი, როგორც წესი, არის თანაგრძნობის მაღალი დონის მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაიგოს და მხარი დაუჭიროს თავის პაციენტებს. კეთილგანწყობა, მოთმინება და ყურადღება ეხმარება მას დაამყაროს სანდო ურთიერთობები პაციენტებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინის ისეთ დელიკატურ სფეროში, როგორიცაა გინეკოლოგია.
დღეს კარინე საჰაკიანი ნინოწმინდის საავადმყოფოში გინეკოლოგად მუშაობს. სამშობიარო განყოფილების არარსებობის გამო, საჰაკიანი უზრუნველყოფს სასწრაფო, გადაუდებელ და ყველა გინეკოლოგიურ მომსახურებას, გარდა მშობიარობისა და ქირურგიისა, ასევე უწევს ორსულ ქალებს კონსულტაციას.