რა ჯდება საერთაშორისო მართვის მოწმობა და როგორ გაიცემა

რა ჯდება საერთაშორისო მართვის მოწმობა და როგორ გაიცემა

საერთაშორისო მართვის მოწმობას, საქართველოს მომსახურების სააგენტო ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გასცემს.

ამასთან, მოწმობის მიღება სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი, აღნიშნული სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება.

როგორც მომსახურების სააგენტო განმარტავს, საერთაშორისო მართვის მოწმობის ასაღებად აუცილებელია შემდეგი სახის დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ეროვნული მართვის მოწმობა; თუმცა, თუ ეროვნული მართვის მოწმობა 2014 წლის 1-ელ მარტამდე არის გაცემული, მისი შეცვლა სავალდებულოა. შესაცვლელად კი საჭიროა დამატებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა;

საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

რაც შეეხება ღირებულებას, საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასური 109 ლარია (სააგენტოს განმარტებით, აღება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი) და გაიცემა 3 წლამდე ვადით.

TV9