სხვადასხვა კულტურასა და საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი ქალის როლის შესახებ. ზოგიერთ საზოგადოებაში ქალები ტრადიციულად სახლში რჩებიან და ზრუნავენ ოჯახზე, ზოგში კი მამაკაცებთან თანაბრად მუშაობენ.
რადიო NOR-მა გადაწყვიტა გამოკითხოს ქალაქ ნინოწმინდის მოსახლება და გაიგოს თუ , რას ფიქრობენ ისინი ამ თემაზე.
,, ოჯახში აუცილებელია შემოსავლის ორი წყარო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების მაღალი დონე”, – ამბობს ნინოწმინდის ერთ-ერთი მცხოვრები.
,, საბჭოთა პერიოდში ქალები ხშირად ორმაგი ტვირთის წინაშე იდგნენ, სამუშაო და საყოფაცხოვრებო მოვალეობებს აერთიანებდნენ “ ამბობს ნინოწმინდის სხვა მკვიდრი.
ბევრ ქალს სურს იმუშაოს, რათა გააცნობიეროს თავისი პროფესიული ამბიციები, განვითარდეს და თავი დამოუკიდებლად იგრძნოს. მრავალი ქალისთვის განათლება და სამუშაო თვითრეალიზაციისა და განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტებია.
ქალთა უფლებების თანამედროვე მოძრაობები აქტიურად უჭერენ მხარს მამაკაცებისა და ქალების თანაბარ შესაძლებლობებს სამუშაო ადგილზე. კითხვას, უნდა იმუშაოს თუ არა ქალმა, არ აქვს გარკვეული პასუხი და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში რადიო-NOR თან :