შობადობის შემცირებამ შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა შეცვალოს

შობადობის შემცირებამ შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა შეცვალოს

შობადობის შემცირების გამო, მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რომელმაც შესაძლოა მომდევნო ათწლეულებში მთელი ჩვენი ეკონომიკა შეცვალოს.

მარტივად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით დიდ, მდიდარ ქვეყნებში შობადობის მაჩვენებლები ძალიანაა შემცირებული. მაგალითად, ერთ ქალზე ბავშვების საშუალო რაოდენობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები და ბევრი ევროპული ქვეყანა 2022 წელს მხოლოდ 1.5-მდე იყო, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს მოსახლეობის სტაბილურობის შენარჩუნებას სჭირდება.

თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, ვარაუდობენ, რომ 2064 წლისთვის გლობალურად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე დაიბადება, რაც უპრეცედენტო სცენარია მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში.

ეს დემოგრაფიული ცვლილება ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის თვალსაზრისით საკმარისი არ იქნება მნიშვნელოვანი ენერგიისა და უნარის მქონე, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა შეცვალონ პენსიაზე მყოფი უფროსი თაობები. ამან შესაძლოა სხვადასხვა ინდუსტრიებში სამუშაოს ძალის დეფიციტიც გამოიწვიოს და პოტენციურად ხელფასების ზრდა განაპირობოს, რაც თავის მხრივ, ყოველდღიური საქონლისა და მომსახურების ფასსაც გააძვირებს, რადგან კომპანიებს მოთხოვნის დაკმაყოფილება ნაკლები მუშაკებით მოუწევთ.

ბევრმა კომპანიამ ადაპტაციის პროცესი დაიწყო, ზოგიერთი მათგანი აღარ აწარმოებს პროდუქტებს, რომლებიც ჩვილებისა და ახალგაზრდა ოჯახებისთვის არის განკუთვნილი(როგორიცაა საფენები და ბავშვისთვის საჭირო სხვა პროდუქტები) და ნაცვლად ამისა, აქცენტს ხანდაზმულთა საქონელსა და მომსახურებაზე აკეთებენ, როგორიცაა ზრდასრულთა საფენები და საკვები დანამატები.

მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან და ამ პროცესებს და ხშირ შემთხვევაში მასტიმულირებელ პოლიტიკას იყენებენ, რათა შობადობის მაჩვენებლები გააუმჯობესონ. ზოგი იყენებს ისეთ შეღავათებს, როგორიცაა ფასიანი მშობლის შვებულება და ფინანსური დახმარება. ლიდერები შეშფოთებულნი არიან იმითაც თუ როგორ გაუძლებს ამ წნეხს ჯანდაცვის სისტემები და საპენსიო ფონდები, როდესაც მოსახლეობა დაბერდება და პარალელურად შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობა შემცირდება.

 

სამუშაო ძალის დეფიციტისგან შექმნილი პრობლემების შესამსუბუქებლად საზოგადოების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას განიხილავს, რომელიც პოტენციურად დააკმაყოფილებს კომპანიების მოთხოვნას სამუშაო ძალაზე. მათი თქმით, AI-ს შეუძლია გაზარდოს პროდუქტიულობა და ეფექტურობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, თუნდაც ნაკლები მუშაკით.

თუმცა, ამ პოტენციური გადაწყვეტების მიუხედავად, შობადობის კრიზისი რჩება აქტუალურ საკითხად, რომელიც პროაქტიულ დაგეგმვას მოითხოვს.

BPN