წუხელ ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული მომენტი იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია 2-0 დაამარცხა. მატჩმა მსოფლიოს მილიონობით გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო. საქართველოს ნაკრებმა 1/8 ფინალში გავიდა!
ვის უგულშემატკივრობდნენ ნინოქმინდელები? რა შთაბეჭდილებები დარჩათ საქართველოს 2-0 გამარჯვებით და რა პროგნოზი აქვთ მომდევნო თამაშზე ესპანეტთან? შეძლებს თუ არა საქართველო კვლავ გამარჯვებას უკვე ესპანეთის გუნდზე?
ვრცლად ნინოწმინდელების შთაბეჭდილებებზე და მოლოდინებზე ჩვენს აუდიომასალაში:
ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა დიდ ტურნირზე. მას საქართველოს ნაკრებში 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. კვარას გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5 ყველაზე სწრაფ გოლს შორის შედის. მან პორტუგალიის კარი მატჩის დაწყებიდან 92-ე წამზე აიღო. პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე სწრაფი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრებისგან გაუშვა. გიორგი მიქაუტაძე გარეტ ბეილის შემდეგ (2016) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა ან ასისტი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ამ ეტაპისთვის უნგრეთზე, შოტლანდიაზე, იტალიაზე, ხორვატიაზე, ალბანეთზე, ინგლისზე, დანიაზე, სლოვენიაზე, სერბეთზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე, სლოვაკეთზე, ბელგიაზე, უკრაინაზე და ჩეხეთზე მეტი გოლი გაიტანა.