უნივერსიტეტები და კოლეჯები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში სხვადასხვა სფეროში.
რადიო NOR-ი დაინტერესდა თუ სად აპირებენ ნონოწმინდის მუნიციპალიტეტის ახლგაზრდები უმაღლესი განათლების მიღებას. უმაღლესი განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, რაც ბევრ უპირატესობასა და შესაძლებლობას იძლევა.
რადიო NOR-მა , Facebook გვერდზე ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, გამოკითხვის თემა იყო თუ რომელ ქვეყანაში აპირებენ, ახალგაზრდები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან უმაღლესი განათლების მიღებას, საქართველო , სასომხეთი, თუ რუსეთი?
Facebook გამოკითხვაში სულ 168 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 58 % -საქართველოში, 37 %- სასომხეთში და 4 % – რუსეთში აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში რადიო-NOR თან :