ახალციხის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ინფორმაციით, 2023–2024 წლებში, მუნიციპალიტეტში კოვიდ 19–ით ინფიცირების 294 შემთხვევა გამოვლინდა. მუნიციპალიტეტში, აღნიშნულ პერიოდში გავრცელებულ დაავადებების შესახებ ვრცლად დღეს, 27 ივნისს, საკრებულოს რიგით მე–6 სხდომაზე სამსახურის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კაპანაძემ ისაუბრა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მონაცემებით, წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღირიცხა შემდეგი შემთხვევები:
ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი B – 4 შემთხვევა;
სხვა სალმონელოზი – 1 შემთხვევა;
სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვის 104 შემთხვევა;
სოკოთი მოშხამვა – 1 შემთხვევა;
სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეების 34 შემთხვევა;
ბრუცელოზი – 1 შემთხვევა;
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) 2 შემთხვევა;
პოქსვირუსებით გამოწვეული დაავადებები – 2 შემთხვევა;
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 შემთხვევა (1 გარდაცვალება);
ლეპტოსპიროზი – 6 შემთხვევა;
ქუნთრუშის 23 შემთხვევა;
ჩუტყვავილას 74 შემთხვევა;
ნოზოკომიური პნევმონიის 2 შემთხვევა;
15-49 წლის ასაკის ქალის სიკვდილი -1 შემთხვევა;
სიფილისი ორსულებში 2 შემთხვევა;
ტუბერკულოზის 3 შემთხვევა შემთხვევა;
ქვეწარმავლის ნაკბენის 1 შემთხვევა;
COVID-19 ინფექციის 294 შემთხვევა.
სამსახურის განმარტებით, ყველა დაავადებაზე, რომელიც ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას, ჩატარდა სათანადო ეპიდკვლევა. ყველა აღნიშნული შემთხვევა, რომელიც კლინიკურად იყო დიაგნოსტირებული, ან ლაბორატორიულად დადასტურებული, სასწრაფო შეტყობინებას ექვემდებარება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ ბაზაში ისახება.