გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივლისამდე პერიოდში საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სამცხე-ჯავახეთის მთიან მუნიციპალიტეტებში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში, ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება რეგიონის მაღალმთიან დასახლებებს, ამინდი აქაც ცვალებადი იქნება. სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე გათბება.
დედაქალაქში, თბილისში ასევე ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.