ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალიში წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
სოფელ დიდი ხანჩალის ეკლესია პირველად 1850-იან წლებში აშენდა. ეკლესია დაარსეს პატარა ხანჩალის, დიდი ხანჩალისა და ხოჯაბეჯის მკვიდრები. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ქვისგან იყო აშენებული, ნაგებობის უმეტესი ნაწილი მიწის იყო და მრავალი წლის განმავლობაში ეკლესიის სტრუქტურა განადგურდა, თქვა სოფელ დიდი ხანჩალის მკვიდრმა რაზმიკ შახბაზიანმა.
“ეკლესიის მშენებლობა 1850-იან წლებში დაიწყო. როდესაც 1855 წელს სამუშაოები დასრულდა, ბევრი სოფელი იყო მოწვეული გახსნის ცერემონიაზე, მათ შორის დუხობორების თემიც. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პირველი ეკლესია ჯავახეთში, რომელიც ჩვენმა ერზრუმიდან გადმოსახლებულმაწინაპრებმა დააარსეს.”
დღეს სოფელ დიდ ხანჩალიში ეკლესია თავიდან, თითქმის ნულიდან შენდება. სოფელი აქტიურად მუშაობს მომავალი ეკლესიის კედლების მშენებლობაზე. თავად ეკლესია აგებულია დიდი ძველი ქვებით, რომლებიც ითლება სომხეთიდან ჩამოსული ზელოსნების მიერ. დიდი ხანჩალის მაცხოვრებლებს სჭირდებათ ქვები, რაც ერთ-ერთი პრობლემაა ისეთი დიდი ნაგებობის მშენებლობაში, როგორიცაა ეკლესია.
ეკლესიის მშენებლობას აფინანსებს დიდი ხანჩალის მოსახლეობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთში მცხოვრები. დიდი ხანჩალის მკვიდრი, სამველ ჟამკოჩიანის აღნიშნავს, რომ ეკლესიის მშენებლობაში გადაულახავი სირთულეები არ არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე მშენებლობას დიდი ძველი ქვები სჭირდება, რომლებიც ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობის მთავარ მასალად გამოიყენება.
“თავიდან იყო პრობლემები ეკლესიის მშენებლობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებით, – ამაში ძალიან დაგვეხმარა ტერ არმაშ პოღოსიანმა, – დანარჩენი დემონტაჟისა და სამშენებლო სამუშაოების თავად ვახორციელებთ, ძირითადად ახალგაზრდები ჩვენი სოფლიდან.”
ეკლესიის მშენებლობა ძვირადღირებულ მშენებლობად ითვლება. როგორც რაზმიკ შახბაზიანმა აღნიშნა, მისი პროგნოზით, ეკლესიის მშენებლობა დაახლოებით ორ-სამ წელიწადში დასრულდება, მათ შორის, ღვთისმშობლის ეკლესიის საბოლოო სტრუქტურის ინტერიერის გაფორმებაზე მუშაობაც.