დღეს, 2 ივლისს, ახალქალაქი-ახალციხის გზაზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც Ford-ის ავტომობილი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. NOR რადიოსადგურის წყაროების თანახმად, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და საქართველოს საგზაო პოლიცია მუშაობენ.