საქსტატის მიხედვით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა. წერს bpn.ge
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა ხახვი, წიწიბურა და ანტიბიოტიკები.
უფრო კონკრეტულად:
- ხახვი – 33%
- წიწიბურა – 27%
- კიტრი – 22%
- ნათურა – 19%
- ლიმონი – 17%
- მზესუმზირის ზეთი – 14%
- სიმინდის ფქვილი – 13%
- მარგარინი – 11%
- მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 10%
- მანანის ბურღული – 9,4%