დღეს, 7 ივლისს, სომხური ეკლესია ვარდავარს აღნიშნავს. ვარდავარი აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება.
“ვარდავარი” ნაწილობრივ ქრისტიანული, ნაწილობრივ სახალხო დღესასწაულია, რომელიც სომხეთში აღდგომიდან მე-14 კვირას აღინიშნება. ამ დღეს ადამიანების ჯგუფები ეზოებში, ქალაქის მოედნებზე, მინდვრებზე იკრიბება და ერთმანეთს წყალს ასხამს. მორწმუნეები სომხეთში მიიჩნევენ, რომ დღესასწაული ქრისტეს ფერისცვალებას უკავშირდება და ერთმანეთისთვის წყლის შესხმის დროს წყალი საღმრთო მადლს განასახიერებს.