სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების აქტუალურ პრობლემებს წინასაარჩევნოდ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენს.
მედიაცენტრი პროექტის ფარგლებში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების მიერ თემისათვის აქტუალური პრობლემები გამოავლინა, რომელიც ძირითადად ეხება ქალებს, ახალგაზრდებს, პენსიონერებს და, ზოგადად თემს.
ჩატარებული კვლევის შედეგად, ახალგზარდების ძირითადი გამოწვევები არის სამუშაო ადგილების სიმცირე, დასაქმებისა და სტაჟირების არარსებობა, ხარისხიან განათლებაში ნაკლები ხელმისაწვდომობა, საბაზო განათლების დაბალი ხარისხი, ქართული ენის კვალიფიციური მასწავლებელთა სიმწირე სკოლებში და ა.შ.
ქალების პრობლემებს რაც შეეხება, არის საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული როლები და თვითრეალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, ქალების პასიურობა, სოფლად მცხოვრები ქალების რთული საცხოვრებელი პირობები, ჯანდაცვაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, ნინოწმინდაში სამშობიარო განყოფილების არარსებობა და ა.შ.
ვრცლად ჩვენს საუბარში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის წარმომადგენელ, ლეილა იესოინთან:
როგორც შედეგი, მედიაცენტრი გეგმავს აღნიშნული პრობლემების ჯავახეთში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინოს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა პირისპირ შეხვდეს პარტიების ლიდერებს, დაელაპარაკოს თემში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე და მიაწოდოს ინფორმცია იმ ყველაფერზე, რისი მოგვარებაც სასურველი იქნება ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის საერთო კეთილდღეობის ასამაღლებლად.