ახალციხე–ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ აწყურთან ტრაილერი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
შსს–ს განმარტებით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყეს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.