საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის ბიუჯეტს 519 მილიონი ლარით ზრდის. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას პირველ ორ კვარტალში მაღალი ეკონომიკურო ზრდა იძლევა.
„გვქონდა პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი. ამ ყველაფერმა მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, უწყებების ბიუჯეტი შემდეგნაირად გაიზრდება:
- ჯანდაცვის სამინისტრო – 115 მლნ ლარი ;
- თავდაცვის სამინისტრო – 100 მლნ ლარი;
- განათლების სამინისტრო – 80 მლნ ლარი;
- კულტურის სამინისტრო – 33 მლნ ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 10 მლნ ლარი;
- რეგიონული განვითარებასა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 10 მლნ ლარი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 6 მლნ ლარი
- ცენტრალური საარჩევნო კომისია – 3 მლნ ლარი;
- სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ბიუჯეტი – 60 მლნ ლარი;
- მუნიციპალიტეტებისთვის – 102 მლნ ლარი.