„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, 22 ივლისის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სინოპტიკოსები სეტყვას და ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში 22 ივლისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ქარის გაძლიერება და სეტყვაა მოსალოდნელი ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში. აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება