ნინოწმინდის მკვიდრი ჰაიკუშ აღჯოიანი რადიო NOR-ის რედაქციას დაუკავშირდა და მისი პრობლემით ისევ გაშუქება სთხოვა. NOR-ის ჟურნალისტებთან საუბრისას, ჰაიკუში აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, გუშინ მის ეზოში ხორცის ტომარა გადააგდეს, რათა ძაღლები შეკრებილიყვნენ და მის ჯანმრთელობას ზიანი მიეყენებინათ.
რადგან რადიო NOR-ის ჟურნალისტთა წვდომა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდულია, ეს მასალა ცალმხრივი სახის მატარებელია და მხოლოდ და მხოლოდ ჰაიკუშ აღჯოიანის აზრს გამოხატავს.
ჰაიკუში ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასთან მომხმდარი არასასიამოვნო მოვლენები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მას არ შეუძლია დაარეგისტრიროს სახლი, რომელშიც ცხოვრობს.