ე.წ ,, რუსულ კანონზე ‘’ საფარის _ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა აგლაძემ ისაუბრა , იმ საფრთხეებზე რომლის წინაშეც აღმოჩნდება არასამთავრობო ორგანიზაცია და ის საზოგადოება რომელიც დახმარებას იღებდა არასამთავრობო ორგანიზაცია საფარისგან .
არასამთავრობო ორგანიზაცია, საფარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინა აგლაძე ამბობს, რომ საფარი უკვე 23 წელია ეხმარება, ქალებს , ბავშვებს და ყველას ვისაც ზოგადად ეს დამარება სჭირდება. აძლიერებს ქალებს და იურიდიულად ეხმარება მათ.
“ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გარემო სადაც ყველა ადამიანის უფლება თანასწორად არის დაცული. ,,რუსული კანონის ‘’ შემოღებით უპირველესყოვლისა ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც იჩაგრებიან, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც, და რომლებსაც ჩვენ – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მრავალი წელია ვეხმარებით.
ამასთანავე ეს არის ალტერნატიული ხმა ქვეყანაში, რომლის მოსპობითაც სახელმწიფო თავის ავტორიტარულ რეჟიმს ზრდის და აძლიერებს. ჩვენი მოქალაქეების უფლებები იზღუდება. ,, რუსულმა კანონმა ‘’ რაც კიდევ გააკეთა, უზარმაზარი დახმარება რომელსაც ევროკავშირიდან ვიღებდით შეჩერებულია. აშშს სამხედრო წვრთნები არის შეჩერებული. კარგი პროგრამები რაც გვქონდა აშშსთან გადახედვის პროცესშია და კიდევ ბევრი ზარალი გვაქვს წინ რასაც ,, რუსული კანონი ‘’ მოგვიტანს.
145 წლის წინ შექმნილი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო, პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა შეწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის წართმევით, რუსეთის მიერ და ზუსტად იგივე ხდება დღეს , ოღონდ ჩვენი მთავრობა ახორციელებს ამ ყველაფერს.
რათქმაუნდა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე, ქალები, ბავშვები, შშმ პირები ყველა ვისაც ვეხმარებით და ვეხმარებოდით ამდენი წელი, ვეღარ მიიღებენ ამ დახმარებას.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს , საქართველოს პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” ხელახლა დაარეგისტრირა კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ”ოდნავ შეცვლილი სათაურით “კანონი უცხოური ორგანიზაციების ინტერესების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ”. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეწინააღმდეგებიან ამ კანონს და აცხადებენ, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის პრინციპებს.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს ე.წ “რუსული კანონი” მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კანონის თანახმად, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოელი დონორებისგან დაფინანსების 20% – ზე მეტს იღებენ, იძულებულნი არიან დარეგისტრირდნენ როგორც “უცხოური ძალის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია” ან დაჯარიმდნენ. ფინანსური დეკლარაციის დარეგისტრირება ან წარდგენა 25 000 ლარის ჯარიმით ისჯება. სუბიექტი ვალდებულია, შესაბამის ვებ გვერდზე შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად და წარუდგინოს სააგენტოს. განაცხადის შევსებისა და წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გულისხმობს ჯარიმის დაკისრებას 10 000 ლარის ოდენობით. აქტის კომისიის გაგრძელება, ამავე აქტის ჩადენისათვის ბოლო დროს დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებიდან ერთი თვის ვადაში, გულისხმობს ჯარიმის დაკისრებას 20 000 ლარის ოდენობით.
ე.წ “რუსული კანონის” მიღების გამო აშშ-მ, მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა. ივნისის თვეში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ევროკომისიის დოკუმენტიც, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურს სანქციებს დააწესებს, შეწყვეტს ფინანსურ დახმარებებს და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში ; საფარის _ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინა აგლაძე.