24 ივლისს ახალციხე–ასპინძის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
შსს–ს განმარტებით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის, ახალციხე–ასპინძის და ახალციხე–ბორჯომის ცენტრალურ გზებზე ტრაილერების გადაბრუნების ფაქტები ხშირია.
მიმდინარე წლის მარტში ბორჯომში ავარიას ტრაილერის მოძღოლი ემსხვერპლა, ასპინძის სოფელ ტოლოშთან კი დაშავდა.