წელს 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა 38 მლნ ლარით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საწვავის აქციზიდან საქართველოს ბიუჯეტმა 302 775 456 ლარის შემოსავალი მიიღო, 2023 წლის 6 თვეში კი 264 649 406 ლარის.
უფრო კონკრეტულად, წელს საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხა, ასე ნაწილდება:
- ბენზინის აქციზი – 156 291 058 ლარი
- დიზელი – 125 995 011 ლარი
- ნავთი – 90 656 ლარი
- სხვა ნავთობპროდუქტები – 20 398 731 ლარი
2023 წლის ანალოგიურ პერიოდში, კი მონაცემები ასეთი იყო:
- ბენზინი აქციზი – 134 128 125 ლარი
- დიზელი – 112 777 006 ლარი
- ნავთი – 61 847 ლარი
- სხვა ნავთობპროდუქტები – 17 682 428 ლარი
ამასთან, წელს იანვარ-ივნისში მთლიანად ხაზინაში აქციზის გადასახადიდან 1,180 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა, მხოლოდ საწვავიდან 302.7 მლნ ლარზე მეტი შევიდა, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება.
შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხის 26%-მდე სწორედ საწვავის აქციზზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი საქართველოში 18%-ია.