ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა საგადახდო ბარათების რაოდენობამ 9 მილიონი შეადგინა.
2024 წლის I კვარტალთან შედარებით, გამოშვებული ბარათების რაოდენობა გაიზარდა 166 ათასით (2%-ით) და გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილმაშეადგინა 6%
2023 წლის II კვარტალთან შედარებით 10%-ით (831ათასით) გაიზარდა გამოშვებული ბარათებისრაოდენობა.
ერთ სულ მოსახლეზე გამოშვებული ბარათებისრაოდენობამ შეადგინა 2 ბარათი.
აღნიშნულ პრიოდში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით სავაჭრო მომსახურების ობიექტებში სულ განხორციელდა 226 მილიონი ოპერაცია, 7.2 მილიარდი ლარის ოდენობით.
გადახდის ოპერაციების რაოდენობის 80% და თანხის 60% შესრულდა გადახდის პოს ტერმინალებით, რაოდენობის 19% და თანხის 40% შესრულდა ვირტუალური ტერმინალებით. წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 15%-ით, ხოლო თანხა12%-ით.