სოფელ ,, გორელოვკაში ” სოფლის შიდა გზები ცუდ   მდგომარეობაშია

სოფელ ,, გორელოვკაში  ”  სოფლის შიდა გზები ცუდ   მდგომარეობაშია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორელოვკაში სოფლის შიდა გზები საშინელ   მდგომარეობაშია. ძლიერი წვიმის  შედეგად  ჩარეცხილი გზები ,  სერიოზული პრობლემა სოფელში მაცხოვრებლებისათვის.

სოფლის მაცხოვრებლებმა რადიო NOR-ს თხოვნით მიმართეს რათა ეს პრობლემა გაეშუქებინათ და მათი ხმა მიეწვდინათ იმ შესაბამისი სამსახურებისათვის ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ევალება.

სოფლის შიდა გზები საშინელ მდგომარეობაშია, წყლით სავსე ორმოები სადაც დიდი ზომის ქვებია ჩაყრილი , გზაზე დაყრილი უზარმაზარი ბეტონის ნატეხები ,  ტალახი  და გარშემო მიმოფანტული ნაგავი. წვიმის მოსვლასთან ერთად გზები ნელ-ნელა უფრო ირეცხება და ამ გზებზე გადაადილება შეუძლებელი ხდება.

სოფლის შიდა გზები რომლებიც სოფელს მთავარ, ცენტრალურ გზასთან აკავშირებს კრიტიკულ მდგომარეობაშია.  სოფელ გორელოვკელებს  დიდი ხარჯის გაწევა უწევთ ყოველთვიურად მანქანის ნაწილების შეცვლაში და შეკეთებაში . ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ აქ ფეხითაც შეუძლებელია გადაადგილება.

ამ საკითხის თაობაზე და ასევე გზის შეკეთებასთან დაკავშირებით სოფელ გორელოვკაში , რადიო NOR-მა ადრეც მიმართა გორელოვკის სოფლის თემის რწმუნებულ, მნაცაკან ბაბაჯანიანს. რწმუნებულის თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე აქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ეფრემოვკისა და გორელოვკის შიდა გზის მოასფალტებას. იხილეთ რადიო NOR-ის  ძველი მასალა.

სოფელ ეფრემოვკას შიდა გზა არ არის ასფალტირებული. რას გეგმავს მერია?

რადიო NOR-ის ჟურნალისტები ამ საკითხს აქტიურად ადევნებენ თვალს და სიახლეებს რადის ოფიციალურ გვერდზე nor.ge გამოაქვეყნებენ.