22 წლის,ალისა ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტიდან არის.თსუს ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტია და ამჟამად ერთ-ერთი ქოლლ ცენტრის ოპერატორია.
ალისა ამბობს, მონაწილეობა მაქვს მიღებული ასოციაცია ტოლერანტის პროექტში ახალგაზრდული ინოვაციები თემში წარმატებული ცვლილებებისთვის. არასამთავრობო პროექტებმა მე მომცა შესაძლებლობა განმევითარებინა ჩემი ლიდერული უნარები და ასევე ტრენიინგების მეშვეობით ამიმაღლდა ცოდნა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეხლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როგორც მოქალაქე ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობამდე.
იგივეს ვიტყოდი, ახალგაზრდებზე რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი პროექტზე ,ახალგაზრდული ინოვაციები თემში წარმატებული ცვლილებებისთვის .ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესდნენ თავიანთი თემის პრობლემებზე და რაც შეეხება მოსახლეობას მათ იმედი მიეცათ , რომ სოფლებში განვითარების პერსპექტივა კიდევ არსებობს.
ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის არასამთავრობო პროექტების შეჩერება დამანგრეველი იქნება ,რადგან ისინი ეხლა იწყებენ ცხოვრების გზის გაკვალვას და ზუსტად ასეთი პროექტები ეხმარებათ მათ საკუთარი უნარ-ჩვევების და ცოდნის დონის ამაღლებაში.
ამ პროექტების გარეშე ახალგაზრდები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ სწავლის გგრძელებას, რადგან ეს საკითხი გართულდება და საბოოლოდ ეს ყველაფერი დემოტივირებულ თაობას მოგვცემს,რომელთაც იმედი წაართვეს.
3 აპრილს , საქართველოს პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” ხელახლა დაარეგისტრირა კანონპროექტი ,, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ”ოდნავ შეცვლილი სათაურით “კანონი უცხოური ორგანიზაციების ინტერესების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ”. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეწინააღმდეგებიან ამ კანონს და აცხადებენ, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის პრინციპებს.
კანონის თანახმად, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოელი დონორებისგან დაფინანსების 20% – ზე მეტს იღებენ, იძულებულნი არიან დარეგისტრირდნენ როგორც “უცხოური ძალის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია” ან დაჯარიმდნენ. ფინანსური დეკლარაციის დარეგისტრირება ან წარდგენა 25 000 ლარის ჯარიმით ისჯება. სუბიექტი ვალდებულია, შესაბამის ვებ გვერდზე შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად და წარუდგინოს სააგენტოს. განაცხადის შევსებისა და წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გულისხმობს ჯარიმის დაკისრებას 10 000 ლარის ოდენობით. აქტის კომისიის გაგრძელება, ამავე აქტის ჩადენისათვის ბოლო დროს დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებიდან ერთი თვის ვადაში, გულისხმობს ჯარიმის დაკისრებას 20 000 ლარის ოდენობით.
ე.წ “რუსული კანონის” მიღების გამო ივნისის თვეში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ევროკომისიის დოკუმენტიც, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურს სანქციებს დააწესებს, შეწყვეტს ფინანსურ დახმარებებს და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში ; ალისა ხოზრევანიძე