“უცხოური გავლენის შესახებ” კანონი ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის აგენტებად და წარუდგინონ ფინანსური დეკლარაცია.
ნინოწმინდის ახალგზრდული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცაა, რომელიც კანონის თანახმად ვალდებულია დარეგისტრირდეს უცხოურ აგეტნად.
რას საქმიანობს ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი?
ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2004 წლიდან ნინოწმინდის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს განავითარდნენ და ცხოვრების გზა აირჩიონ.
ახალგაზრდული ცენტრის პროგრამები და პროექტები ეხმარება ადგილობრივ ახალგაზრდებს და ქალებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, ინტეგრირდნენ საზოგადოებაში და განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები. აქ ახალგაზრდები ესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგს, სწავლობენ ინგლისურს, გადიან ბიზნესის კურსებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სწავლობენ პროექტების წერას, მონაწილეობენ საგრანტო კონკურსებში და იღებენ შესაძლებლობას გახსნან საკუთარი მცირე ბიზნესი, განავითარონ იგი და არ დატოვონ მშობლიური ქალაქი და ადგილობრივი საზოგადოებისთვის სასარგებელი მოუტანონ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბერში ახალგაზრდულ ცენტში USAID-ის დაფინანსებით და UNAG-ის განხორციელებით ახალი 5 წლიანი პროექტი დაიწყო – “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”. პროექტის მთავარი მიზანი არის საქართველოს ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს, – ის ქვეყნის თანაბარი და სრულყოფილი მოქალაქეა. პროექტის მთავარი მონაწილეები რეგიონის 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომლებიც არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს იკვლევენ. ახალგაზრდულ ცენტრს საკმაოდ ბევრი აქტივობა აქვს ჩატატებული, მათ შორის, გარემოსდაცვითი, შემეცნებითი, საკონკურსო და სხვა. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირინა კარსლიანი ამბობს:
„ჩვენს პროგრამას [ერთიანობა მრავალფეროვნებაშია] გააჩნია პროფესიული განვითარების აქტივობები. სხვადასხვა დარგებში ვუზიარებთ ახალგაზრდებს ცოდნას და ვეხმარებით მომავალი პროფესიის არჩევის პროცესის ჩამოყალიბებაში. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ბევრ აქტივობაში არიან ჩართულნი. ისინი უკვე ადგილზევე იკვლევენ ახალ გზებს და მომავალი პროფესიის არჩევაში ყალიბდებიან.“
ახალგაზრდული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორ, ირინა კარსლიანის თქმით, ახალგაზრდების ერთ-ერთი დიდი მიღწევა მათ მიერ მიღებული გრანტებია, რაც საკუთარი ბიზნესის გახსნასა და განვითარებაში დაეხმარათ. თუ ახალგაზრდული ცენტრი დაიხურება, ნინოწმინდის ახალგაზრდები ბევრ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას დაკარგავენ და, რაც მთავარია, განვითარების ნაკლები მოტიცავია ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ახალგაზრდულ ცენტრს ჰყავდა უამრავი ბენეფიციარი. ცენტრის აღმასრულებელ დირექტორ, ირინა კარსლიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 7 წლის განმავლობაში ახალგაზრდულ ცენტრს ჰქონდა 4 პროექტი, სადაც ჯამში ჩართული იყო 1700-მდე ახალგაზრდა და 800-მდე ქალი.
ირინა კარსლიანმა განაცხადა: “თუ “გამჭვირვალობის კანონის” ფარგლებში უცხოელ აგენტად დარეგისტრირება იქნება საჭირო, ახალგაზრდული ცენტრი არ დარეგისტრირდება და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.”
რა სარგებელს იღებენ ახალგაზრდული ცენტრის ბენიფიციარები?
ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარი ანჟელინა კარსლიანია. ის 16 წლისაა და უკვე 3 წელია ცენტრს ესწრება. ანჟელინას თქმით, ახალგაზრდულმა ცენტრმა მისი ოცნება აისრულა და მცირე გრანტის დახმარებით მან შეძლო საკუთარი ბიზნესის გახსნა, – ის ხელნაკეთ სამკაულებს აკეთებს და ონლაინ ყიდის. საკუთარ ბიზნესს ანჟელინამ “JOJO Accessories” დაარქვა.
JOJO Accessories. ფოტოს წყარო: JOJO-ს ინსტაგრამ გვერდი
რადიო NOR-თან საუბარში ანჟელინამ აღნიშნა, რომ მისთვის ყველა პატარა წარმატება მნიშვნელოვანი იყო. ახალგაზრდული ცენტრის დახმარებით მან განავითარა თუნდაც საკუთარი პარატა ბიზნესის მართვის უნარები, ასევე ბევრ ტრენინგს დაესწრო თბილისში, სადაც ისეთი ადამიანები გაიცნო, ვისი დახმარებითაც შეძლო სზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის გამარტივება და დღემდე ხშირი შეხვედრები აქვს მათთან.
„ახალგაზრდულმა ცენტრმა განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობა მომცა, ცენტერის დახმარებით ჩემი ინტერესების ჩამოყალიბება შევძელი და წინსვლის დიდი მოტივაცია მომეცა. ცენტრში ჩატარებული ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია ნინოწმინდის ყველა ახალგაზრდისთვის, რადგან გვეხმარება გავიგოთ ჩვენი სურვილები და სამომავლო გზა ავირჩიოთ“, – გვიყვება ანჟელინა.
ახალგზარდული ცენტრის კიდევ ერთი ბენეფიციარი მზისა ხმალაძეა. მზისა ნინოწმინდელია. ის სტუდენტია, სწავლობს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2019 წელს ხმალაძე ახალგაზრდულ ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც სოციალურ მეწარმეობას ეხებოდა. ეს იყო EU4Youth ერთობლივი პროექტი „სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის სასაზღვრო რეგიონებში“, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF (საქართველო) 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და 2021 წელს მზისამ უკვე საპროექტო განაცხადი შეიტანა.
მზისა ხმალაძე ჩაის ახარისხებს
მზისას პროექტი იყო “Rund Tea” და მთავარ მწვანე მიზნად ჯავახეთში არსებული რესურსები აირჩია საკუთარი პროექტის განსახირციელებლად, – ჯავახეთის ალპურ ზონაში არსებული ბალახეული, რომლისგანაც მზისა ჩაის აკეთებს. Rund Tea-ს საკუთარი საწარმო აქვს, სადაც მთებში შეგროვილი ბალახეული ხმება და შემდეგ იფუთება და მზად არის მომხმარებელთან გასაგზავნად. მზისა ჩაის როგორც ონლაინ ყიდის, ასევე ადგილზე, პირდაპირ საწარმოდან, ასევე მისი ჩაის შეძენა შესაზლებელია ნინოწმინდის გარკვეულ სასურსათო მაღაზიებში.
Rund Tea-ს პროდუქტი. ფოტოს წყარო – Rund Tea-ს ოფიციალური Facebook გვერდი
რა საფრთხის გამტარებელია “გამჭირვალობის კანონი”?
2023 წელს საქართველოს პარლამენტი “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ”კანონის მიღებას გეგმავდა. ეს კანონპროექტი გულისხმობდა არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის, რომლებიც ფულად რესურსს უცხო ქვეყნებიდან იღებდნენ, მტრულ ძალებად აღიარებას. კანონპროექტს კრიტიკა მოჰყვა როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. ამ ინიციატივის გამო შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის ამერიკელმა სენატორებმა და ევროპელმა პარლამენტარებმა. 2023 წლის 24 თებერვალს ამერიკის ელჩმა ეს კანონპროექტი „რუსული“ უწოდა.
2024 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი კვლავ დააინიცირა, ამოიღო სიტყვა „აგენტი“ და უცხო ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. აღსანიშნავია, რომ 4 აპრილიდან საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა დემონსტრაციები კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა 14 მაისს პარლამეტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს. კანონი ძალაში 1 აგვისტოს შევიდა, ავალდებულებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს) და დამოუკიდებელ მედიას დარეგისტრირდნენ უცხოურ ძალის გამტარებელ ორგანიზაციებად, თუ მათი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის. ამ რეგისტრაციის ფარგლებში აუცილებელია მიითითოს 2023 წელს მიღებული ნებისმიერი თანხისა და ქონების წყარო, ზომა და დანიშნულება.
კანონმა ბევრი დისკუსია და კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების საქმიანობაზე, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ. ღონისძიებები მიზნად ისახავს დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას, მაგრამ ასევე შეშფოთებას იწვევს სიტყვის თავისუფლებისა და ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე IMEDI TV-ს ეთერში აცხადებდა, რომ სიტყვა „რუსული“ არის ბრენდინგი, რომელსაც საუკუნის აფიორა ეწოდება.
„კანონები, რომელიც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ინიცირებულია ევროკავშირში და ევროდირექტივას წარმოადგენს, თან გაცილებით მკაცრი დათქმებით, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში, – ამას უწოდებენ რუსულ კანონს. ვალდებულება აქვთ მხოლოდ NGO-ებს და მედიებს, რომლებიც უცხოეთიდან 20%-ზე მეტს იღებენ, ყოველი წლის იანვარში წინა წლის ფინანსების შესახებ დეკლარაციის შევსება, სხვა ხომ არაფერი? რატომ არის რუსული? მაშინ ჩვენ ყველა რუსულად ვიქცევით, როცა ყოველი წლის დეკლარაციას ვავსებს და ყოველ თეთრს ვწერთ.“
აღსანიშნავია, რომ „გამჭირვალობის კანონს“ აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, – აშშ-მ საქართველოს პარლამენტის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა და, მაგალითისთვის, 31 ივლისს 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის დაბლოკა, ხოლო ევროკავშირი უკიდურეს შემთხვევაში სავიზო მიმოსვლის დორებით შეჩერებას გეგმავს.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ს კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთოვლივ განხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „გამჭირვალობის კანონის“ მთავარი მიზანი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებაა. განცხადებაში ნათქვამია, – „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.
გიორგი ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნების“ მიზანია პროვოკაცია გაუკეთოს იმ ნაბიჯებს, რასაც ევროკავშირში და აშშ-ში განიხილება საქართველოს მიმართ.
1TV-ს ცნობით, ვაშაძემ განაცხადა:
„მე ხელში მიჭირავს ორი დოკუმენტი. ერთი არის 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ღიად არის საუბარი სანქციებზე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ეწევიან და მეორე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც საუბრობს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასა და უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოში. ამ ორის ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს, უბრალოდ, ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე აყენებს დღეს „ქართული ოცნება“. რუსული კანონის მიღების მიზანი სწორედ ეს არის.“
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის „გამჭირვალობის კანონი“ 4 აპრილს დაინიცირდა პარლამეტში, რასაც უამრავი საპროტესტო აქცია მოჰყვა ქაღთული საზოგადიების მხრიდან როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აშშ და ევროკავშირი საქართველოს მიმართ სანქციებისა და დახმარების შემცერების პოლიტიკას ატარებენ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის. 1 აგვისტოდან ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია საშუალება, ვისი წლიური თანხების 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნებიდან შემოდის, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ უცხო ძალის გამტარებელ ორგანიზაციად და შეავსონ ფინანსური დეკლარაცია, წინააღმდეგ შეთხვევაში მათ დაეკისრებათ ჯარიმები და უკიდურეს შემთხვევაში, ქონების კონფისკაცია და ორგანიზაციის დახურვა მოხდება.