“უცხოური გავლენის შესახებ” კანონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობაზ, კანონი ავალდებულებს მათ უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირებას.
არსამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულები არიან წარუდგინონ ფინანსური დეკლარაცია სახელმწიფოს, რაც მათ მუშაობას აფერხებს და საფრთხის ქვეშ აყენებს მათ არსებობას. 2023 წელს საქართველოს პარლამენტს, მიზნად ჰქონდა დასახული იმ კანონონის მიღება რომლის მიხედვიდაც დამოუკიდებელ მედიებს და დასავლეთიდან დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მტრად გამოაცხადებდა, ამავე წლის 7 მარტს კანონი მიიღეეს. კანონის მიღებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი და გამოსვლები მოჰყვა.აქციები როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სხავადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა. საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები და მიგრანტები აპროტესტებდნენ უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონს.
“ასოციაცია ტოლერანტი”, სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციაა, ის ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან რომელიც კანონის თანახმად ვალდებულია დარეგისტრირდეს როგორც უცხოური გავლენის ძალა. ტოლერანტის აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელი, ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია არ აპირებს უცხოური გავლენის ძალად დარეგისტრირებას და მოხალისეობრივ საქმიანობას გააგრძელებს. ტოლერანტის თანამშრომლები უსასყიდლოდ საკუთარი სურვილით ჩაუტარებენ ტრენინგებს და დაეხმარებიან მოსახლეობას.
,,ტოლერანტი” 2001 წლის დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზანად ისახავდა ხელი შეეწყო, დემოკრატიული პრინციპების დანერგვას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, აღმსარებლობის, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მშვიდობიან თანაცხოვრებას, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალური ინტეგრაციისა და დახმარების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას). ამ 16 წლის განმავლობაში ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი დაფინანსებული “ევროკავშირის ფონდის”, “ღია საზოგადოება საქართველოს”, შვეიცარიისა და ამერიკის საელჩოების, WWF-ის მიერ. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, ხოლო 2016-17 წლებში განახორციელა და ამჟამადაც ახორციელებს საქართელოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო საქმიანობებს.
ორგანიზაციის 22 პროექტი ეხებოდა 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობას, სამცხე-ჯავახეთიდან, ყოფილი პატიმრებს, ახალგაზრდა პრობაციონერებს, შშმ პირებს, მიგრანტებს, ადგილობრივ თემებს და სათემო გაერთიანებებს, ობოლ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობდ, პატიმარ ქალებდ, უმწეო მოხუცებდ, ბავშვებს.
“ტოლერანტის” ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი ფიქრობს, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” სხვა მიზნებს ემსახურება, რადგან არასამთავრობო სექტორი ფინანსურად ამ კანონის გარეშეც გამჭვირველია.
,, ერთი დეკლარაციაც რომ არ შეავსო არავინ არ გაპატიებს ,, ვფიქრობ , რომ შეგნებულად არის ეს ბოროტი საქმე გაკეთებული წინასაარჩევნო პერიოდში . ამ კანონიდან გამომდინარე, საზოგადოება ორად გაიხლიჩა და გამოდის, რომ ერთმანეთს არ ვენდობით ეს კარგს არაფერს მოიტანს.ყველაზე მეტად ახალგაზრდები დაზარალდებიან. კარგია როდესაც სახელმწიფო არსაჭიროებს საზღვარგარეთის დახმარებას და დამოუკიდებლად შეუძლია ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არარაის ისეთი ძლიერი ’’ ამბობს ცირა მესხიშვილი.
2023 წლის 25აგვისტოს პროექტის „ახალგაზრდული ინოვაციები– თემში წარმატებული ცვლილებებისათვის“ ბორჯომში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის და წალკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის ინოვაციების სკოლა დაიწყო. მასში 30.მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ინოვაციურ სკოლას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი, გიორგი თვალიაშვილი. იგი 4 დღის განმავლობაში მონაწილეებს ასწავლიდა სამოქალაქო აქტივიზმს, ადვოკატირებას და პროექტის მართვას.რომლის სწავლების შემდგომაც მონაწილეებმა განახორციელეს სათემო და მუნიციპალურ ადვოკატირების კანპანიები. პროექტი მხარს უჭერდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის „კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF)” და განხორციელდა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” მიერ „ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალურ ქსელთან (GNWP)” პარტნიორობით.
ასოციაცია ტოლერანტმა ბოლო 1 წლის პერიოდში 3 პროექტი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით განახორციელა. აქედან ერთ-ერთი განსაკუთრებით წარმატებულად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელ, ვლადიმიროვკაში გზის მშენებლობით დასრულდა.
სურათზე ნაჩვენებია ნინოწმინდის სოფელი, ვლადიმიროვკაში გზის მშენებლობის პროცესი.
რა სარგებელს იღებენ ახალგაზრდები ტოლერანტისგან?
ლალი ფნჯოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელ ვლადიმიროვკიდან არის. ის 20 წლისაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში სწავლობს. ლალი 2023 წელს ტოლერანტის პროექტში „ახალგაზრდული ინოვაციები– თემში წარმატებული ცვლილებებისათვის“ ბორჯომში, იღებდა მონაწილეობას და სწორედ ლალის ადვოკატირების კამპანიის შედეგად დაიწყო ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ვლადიმიროვკის გზის მშენებლობა.
,, 2021- წელს ტოლერანტის დახმარებით დავაარსე, ფოკის ახალგაზრდული სათემო ცენტრი Level Up, უკვე 3 წარმატებული პროექტი გვქონდა. ტოლერანტის დახმარებით განხორციელებული ადვოკატირების კამპანია წარმატებული აღმოჩნდა.ადგილობრივმა თვითმართველობამ 2024 -წელს, სოფლის გზის მშენებლობა დაიწყო. ისტორიაში პირველად მოხდა რომ, ამ სოფელს გზა ექნება ცივილიზაციასთან დასაკავშირებლა” – გვიყვება ლალი.
,, თუ ამ კანონიდან გამომდინარე ასოციაცია ტოლერანტი და სხვა მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ იარსებებენ, ბევრ შესაძლებლობებს დავკარგავთ ” ამბობს ლალი.