დღეს, 2 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის, ინფორმაციით, 3.5 მაგნიტუდის ბიძგები მიწის ზედაპირიდან 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის განმარტებით, ჯავახეთის ქედი ვულკანური წარმოშობისაა და ბიძგების უმეტესობა, მაგმურ პროცესებთან არის დაკავშირებული.