ეროვნული სარტყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის ექვსი სამცხე–ჯავახეთში. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 ფაქტი გამოვლენილია – ქვემო ქართლის, 2 – ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 2-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5 – გურიისა და 5 – იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 102,874 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.