წელს, მხოლოდ 6 თვეში საქართველოში 6 ათასამდე ხანძარი დაფიქსირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 5 985 ხანძარი აღირიცხა.
რაც შეეხება მსხვერპს და ხანძრის შედეგებს, ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის 1-ელ ნახევარში ქვეყანაში ხანძრების შედეგად დაიღუპა – 21 და სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო – 122 მოქალაქემ.
გარდა ამისა, ხანძრების შედეგად, განადგურებულია 253 შენობა-ნაგებობა.