ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სომხური სახალხო და ტრადიციული სიმღერა დღეთიდღე ვითარდება.
ანსამბლი “საიათ-ნოვა” ჰაიასტან ისპირიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს უამრავ ფესტივალსა და კონცეტზე, როგორც საქართველოში და სომხეთში, ასევე ევროპის ქვეყნებში. “საიათ-ნოვა” შედგება 8 მომღერლისგან, რომლებიც ასრულებენ ქართულ და სომხურ სახალხო სიმღერებს, რითაც ჰაიასტან ისპირიანის ხელმძღვანელობით არჩენენ და ავითარებენ ქართულ და ხომხურ კულტურას, აცნობენ მას სამყაროს.
“მათ [ევროპელებს] ძალიან უხაროდათ ჩვენი ჩამოსვლა. ასეთი ხალხი არსად მინახავს, ისინი ძალიან კეთილგანწყობილნი არიან. აღფრთოვანებული დავრჩი მათი დამოკიდებულებით, რადგან საერთოდ ვერ ვხვდებოდით სად ვიყავით და სადამდე მივაღწიეთ, – ასეთი თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს მიმართ. ვფიქრობ, ევროპა გვაძლებს შესაძლებლობას უფრო მეტი მოტივაციით გავაცნოთ ჩვენი კულტურა სამყაროს” – გვიყვება ჰაიასტან ისპირიანი.
ბოლო წლებში ანსამბლს გაეხსნა გზა ევროპაში, სადაც, ჰაიასტან ისპირიანის თქმით, “საიათ-ნოვას” აქვს დიდი შესაძლებლობა უფრო დიდი მოტივაციით განავითაროს სომხური და ქართული კულტურა, გააცნოს მსოფლიოს, ასევე თვითონ მიიღოს უამრავი გამოცდილება და დაინახოს მსოფლიო, გაეცნოს ევროპულ კულტურასა და ტრადიციებს.