მიშო ხელმძღვანელობს ახალგაზრდულ ორგანიზაციას “ახალგაზრდები ცვლილებებისათვის”, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს და ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას და მათ ჩართვას სამოქალაქო ცხოვრებაში.
მიშო სერტიფიცირებული ტრენერია და ატარებს ტრენინგებს როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში. მიშო ასევე კითხულობს ლექციებს საერთაშპორისო გაანთლების აკადემია “ბიდისიში” პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით.
“ახალგაზრდები ცვლილებისთვის” არის ახალგაზრდული არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საქართველოში 2016 წლიდან. ადგილობრივ დონეზე ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდებს და მოწყვლად ჯგუფებს.
ორგანიზაცია თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან, სკოლებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ერთეულებთან: სთავაზობს მათ სემინარებს, ტრენინგ კურსებს და კონფერენციებს, ევროკავშირის ღირებულებების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას, არაფორმალურ განათლებას და მოხალისეობის პოპულარიზაციას. ორგანიზაცია მუშაობს ახალგაზრდული შესაძლებლოების შესაქმნელად, განათლებისა და მათი საუკეთესო მომავლისთვის. ორგანიზაციის წევრები არიან ახალგაზრდები (სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები).
ორგანიზაცია “ახალგაზრდები ცვლილებისთვის” არის საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციების ქსელის წევრი, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ახალგაზრდულ ორგანიზაციას მთელს მსოფლიოში. ორგანიზაციების ძირითადი მიზნებია: ადამიანის უფლებები, სოციალური მეწარმეობა, ტოლერანტობის განვითარება ახალგაზრდებში, მოსწავლეებსა და სტუდენტებში, აქტიური ახალგაზრდების განვითარება რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისთვის.
ორგანიზაციების მიზნებიდან გამომდინარე, მათი მთავარი სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდები და მათი გაძლიერება.