შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პრობლემის წინაშე დგანან. შესაბამისი ინფრასტრუქტურა აკლია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პრობლემის წინაშე დგანან. შესაბამისი ინფრასტრუქტურა აკლია

რუბენ მალხასიანი დაიბადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში. ერთი წელი სწავლობდა ადგილობრივ საშუალო სკოლაში, შემდეგ ხელოვნური სიბრმავის შემდეგ გადაიყვანეს ერევნის უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა საშუალო სკოლა-ინტერნატში.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ერევნის რომანოს მელიქიანის მუსიკალური სკოლის ვოკალის განყოფილებაში. სიბრმავის გამო მას მრავალი პრობლემა შეექმნა. რუბენი აცხადებს, რომ სწავლა ვერ გააგრძელა დაბრკოლებების გამო.

ვითარებას ფხიზელი მსჯელობისას ასევე აცხადებს, რომ არ ვარდება დეპრესიაში, საკითხს ტრაგიკულად არ ეკიდება და პრობლემების გადაწყვეტას პირადად ცდილობს. რუბენმა ისიც გვითხრა, რომ მხედველობის აღდგენის მიზნით ჯერ კიდევ 1989 წელს მიმართა ევროპის ქვეყნებს, მაგრამ მიიღო პასუხი, რომ სამწუხაროდ, მეცნიერება ჯერ არ არის მიღწეული იმ დონემდე, რომ რაიმე სახით დაეხმარონ. 1994 წელს საფრანგეთშიც გაემგზავრა, მაგრამ იქაც პრობლემის დაძლევაში ვერ დაეხმარნენ.

რუბენი სინანულით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის საზოგადოებრივ ადგილებში ადაპტირებული პირობები არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის პანდუსები მათთვის, ვისაც არ შეუძლია სიარული, უსინათლოებისთვის არ არის ბიპერები და სხვა საშუალებები.

რადიო NOR-ის კითხვაზე, კვლავ მიმართავს თუ არა ევროპის ქვეყნებს, მან უპასუხა, რომ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული   და შესაძლოა ერთ დღეს მიმართოთ, თუ ესეთი  შესაძლებლობა ექნება.

Radio NOR · Սահմանափակ կարողություն ունեցող տեր մարդկանց՝ ոչ սահմանափակ մտածելակերպը

 

დასაქმებისა და განათლების პოლიტიკა ხშირად მოიცავს სპეციალურ პროგრამებსა და მხარდაჭერას, რომელიც ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფრო ადვილად ინტეგრირდნენ საზოგადოებასა და შრომის ბაზარზე.

ევროკავშირის წესდებითა და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეიძლება ჰქონდეთ სპეციალური უფლებები, როგორიცაა დისკრიმინაციისგან დაცვა.

რუბენ მალხასიანი ამბობს, რომ ახლა ევროპულ ქვეყნებში გარემო უფრო განვითარებულია და შეუძლიათ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს დაეხმარონ, მეტი ყურადღება უთმობენ და უფრო კომფორტულ პირობებს უქმნიან მათ ცხოვრებას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საბოლოოდ ისინიც ჩაერთონ ცროვრების ჩვეულებრივ  პირობებში.