გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 12 აგვისტომდე სამცხე-ჯავახეთში ამინდი უარესდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს ახალქალაქს, ნინოწმინდასა და ბაკურიანს, სინოპტიკოსები აქაც ცვალებად ამინდს, ხანმოკლე წვიმას, ელჭექს, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსია ნავარაუდევი.