“კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია “ახალის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
კერძოდ, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.
თანმხლები პირები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თავდამსხმელმა კი მოპირდაპირე მხარეს შენობაში შესვლა მოასწრო.
ადგილზე ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.
შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.
კადრები ინტერნეტში ვრცელდება.
როგორც ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თავდამსხმელის ვინაობა მისთვის უცნობია.