ალექსანდრა კალატოზიშვილი “მრავალენოვანი საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი და ილიას სხხელმწიფო უნივერსტიტეტის მოწვეული ლექტორია.
“საერთო სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო” (შემდგ. სსმმს) დაარსდა 1999 წელს და აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებს.
სსმმს – ეს არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს რესურსით მხარდაჭერას და თანამშრომლობს 18 სათვისტომოსა და 56-მდე საზოგადოებრივ ორგანზიაციასთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებთან ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში.
მოძრაობა მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სსმმს-ს ძირითადი აქტივობები მიმართულია საქართველოს დედაქალაქსა და ხუთ რეგიონში, სადაც წარმოდგენილია ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება – ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კახეთი და აჭარა. მოცემულ რეგიონებში მუდმივად მოქმედებს სსმმს-ს წარმომადგენლობები.
“ევროპული განათლების მიღება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სადაც მსგავსი შესაძლებლობები ადრე არ არსებობდა. ევროპა აძლევს ახალგაზრდებს არამხოლოდ პროფესიულ განათლებას, არამედ უფართოვებს მათ მსოფლიომხედველობას. ევროპა და ევროპული ცივილიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო მაგალითია !”, – ამბობს ალექსანდრა კალატოზიშვილი.
გრძელვადიან პერსპექტივაში, სსმმს მიისწრაფვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებად აღიარებისაკენ.