2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.
უფრო კონკრეტულად, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის 192 შემთხვევიდან 149 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:
გორი – 7;
ქუთაისი – 6;
რუსთავში – 6;
ზუგდიდი – 5;
ბათუმი – 5;
ლანჩხუთი – 3;
მცხეთა – 2;
საგარეჯო – 2;
ხულო – 1;
ქობულეთი – 1;
აბაშა – 1;
ზესტაფონი – 1;
გურჯაანი – 1;
ოზურგეთი -1;
სენაკი – 1.