,,ევროპა არის ჩვენთვის განათლების მაგისტრალი” ლაშა ტუღუში

,,ევროპა არის ჩვენთვის განათლების მაგისტრალი” ლაშა ტუღუში

ლაშა ტუღუში არის ,,სამოქალაქო საზოგადოების” წარმომადგენელი და ამავდროულად ეწევა აკადემიურ და კვლევით საქმიანობას.არის თბილისის  სახელმწიფო უნივერსტიტეტის, პროფესორი-ლექტორი.

,,სამოქალაქო საზოგადოება” არის სახელმწიფოსგან, ბიზნესისგან, ოჯახისგან დამოუკიდებელი ასოციაციები და ჯგუფები, რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც საზოგადოებაზე, ისე – ხელისუფლებაზე.

სამოქალაქო საზოგადოება ერთგულია და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

– საზოგადოების თითოეული წევრი თავისუფალია;

– საზოგადოების ყველა წევრი თანასწორია;

საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ნაწილია.

 

,,ევროპა არის ჩვენთვის განათლების მაგისტრალი. სტუდენტების და არამარტო სტუდენტების გაცვლითი პროგრმები,კვლევითი პროგრამები.  ეს გაცვლითი პროგრამები ეხებათ არამხოლოდ სტუდენტებს არამედ,მასწავლებლებს,ლექტორებს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ რაც უფრო ახლოს ხარ ევროპასთან, მით უფრო მეტად იზრდება დაფინანსების  შესაძლებლობები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ვისაც უნდა ისწავლოს გააღრმავოს ცოდნა და შეიძინოს ახალი პროფესია, გახდეს უფრო ძლიერი და უფრო განათლებული. ასეთი ადამიანებისთვის ევროპის კარი ღიაა და შესაძლებლობებიც დიდია.”- ამბობს, ლაშა ტუღუში.