ცირა მესხიშვილი, ასოციაცია ტოლერანტის აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელია ის ასევე კითხულობს ლექციებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსტიტეტში. 2000 წლიდან მუშაობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე.2005-2008 წლებში სამცხე- ჯავახეთში ჩამოაყალიბა 10-ზე მეტი გარემოს დაცვითი ორგანიზაცია 2018-2020 წლებში აქტიურად იყო ჩართული ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსების საკითხებში. მას სამცხე-ჯავახეთში ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი 35 პროექტი აქვს დაფინანსებული ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან თანამშრომლობით, ეკო კორიდორის პროგრამის ფარგლებში ჩამოაყალიბა გარემოს დაცვითი 10 სათემო ორგანიზაცია. მაღალმთიან ცენტრს მოწყვეტილ სოფლებში ახალგაზრდების ჩართულობით 6 ახალგაზრდული სათემო ორგანიზაცია დააარსა.
,,ტოლერანტი” 2001 წლის დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზანად ისახავდა ხელი შეეწყო, დემოკრატიული პრინციპების დანერგვას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, აღმსარებლობის, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მშვიდობიან თანაცხოვრებას, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალური ინტეგრაციისა და დახმარების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას).