ევროპის მნიშვნელობა 65 წლის მარგარიტა სანოსიანისთვის / ვიდეო

ევროპის მნიშვნელობა 65 წლის მარგარიტა სანოსიანისთვის / ვიდეო

მარგარიტა სანოსიანი სოფელ სათხიდან არის, მისი ვაჟი მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს, მთელი ამ წლების განმავლობაში მარგარიტას ერთი ოცნება ჰქონდა: ეწვია შვილს, გაეცნო მის ცხოვრებას და გარემოს, სადაც შვილიშვილები იზრდებიან. ასევე ევროპული კულტურის გაცნობა. ბოლოს მარგარიტას დიდი ხნის ოცნება ასრულდა და მოულოდნელად წავიდა შვილთან, რომელიც გარემოებების გამო მრავალი წელია გერმანიაში დასახლდა. რადიო NOR-თან საუბარში მარგარიტამ ასევე ისაუბრა თუ როგორი სისუფთავეა გერმანიაში. მას განსაკუთრებით იზიდავდა გერმანელების პუნქტუალურობა. მან „შენგენის ვიზაზეც“ ისაუბრა, მისი აზრით, თუ ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდება, ეს ახალგაზრდებზეც დადებითად აისახება. მარგარიტამ ასევე აღნიშნა, რომ ძალიან სურდა მისმა შვილიშვილებმა სწავლა ევროპის ქვეყნებში გააგრძელონ.