მიშო დარბაიძე TOK-TV-ს მულტიმედიის ჟურნალისტია. რადიო NOR-თან საუბრისას მიშო ამბობს, რომ ხელისუფლებას თავის ტკივილად ექცა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები – ეს ის ძალაა, რომელიც აკვირდება ხელისუფლების მუშაობას, იკვლევს მათ ფინანსებს და შედეგებს საზოგადოებას უზიარებს.
“საინტერესოა რომელი მაღალჩინოსანი დაინტერესდა მედიის ფინანსებით და პასუხები ვერ მიიღო?”, – ამბობს მიშო დარბაიძე.
“აი ჩვენ ნამდვილად ვერ ვიღებთ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან პასუხებს იმ საჯარო ინფორმაციაზე, რომლის გაცემაც კანონით ევალებათ. განსაკუთრებით რეგიონებში კრიტიკული მედიის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს ხმამაღლა აჟღერებენ და პასუხისმგებელ პირებამდე მიაქვთ.
რუსული კანონი გვართმევს ამის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან თუ პრობლემა არ გაჟღერდება მისი მოგვარება ყოველწლიურად გადაიდება და ჩვენ, საზოგადოებამ ამისი არაერთი მაგალითი ვიცით”, – გვეუბნება მიშო.
შეგახსენებთ, რომ ათასობით მოქალაქის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „რუსული კანონი“ მიიღო. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუს მიანიჭებს. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.
კანონით გათვალისწინებული დიდი ჯარიმების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის აბსოლუტური უმრავლესობა “რუსული კანონით” შექმნილ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.
ვრცლად რადიო-NOR თან ;TOK-TV-ს მულტიმედიის ჟურნალისტი,მიშო დარბაიძე