2024 წლის 4 აპრილიდან საქართველოს პარლამენტის წინ ,, უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ” რუსული სტილის კანონთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართებოდა. მიუხედავად საზოგადოების ძალისხმევისა, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ “რუსულ კანონს” . ეს კანონი უარყოფითად მოქმედებს და ზღუდავს თავისუფალი, და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, ეს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის საქართველოს მოსახლეობას.
მიშო დარბაიძე TOK-TV-ს მულტიმედიის ჟურნალისტია.რადიო NOR-თან საუბრისას მიშო ამბობს რომ,ხელისუფლებას თავის ტკივილად ექცა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც იკვლევს მათ მუშაობას, იკვლევს მათ ფინანსებს და კვლევებს საზოგადოებას უზიარებს. საინტერესოა რომელი მაღალჩინოსანი დაინტერესდა მედიის ფინანსებით და პასუხები ვერ მიიღო?.
“აი ჩვენ ნამდვილად ვერ ვიღებთ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან პასუხებს იმ საჯარო ინფორმაციაზე, რომლის გაცემაც კანონით ევალებათ.განსაკუთრებით რეგიონებში კრიტიკული მედიის ფუნქციონირება ხაზგასმით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებს ხმამაღლა აჟღერებენ და პასუხისმგებელ პირებამდე მიაქვთ. “-ამბობს მიშო .
რუსული კანონი გვართმევს ამის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან თუ პრობლემა არ გაჟღერდება მისი მოგვარება ყოველწლიურად გადაიდება და ჩვენ, საზოგადოებამ ამისი არაერთი მაგალითი ვიცით გვეუბნება,მიშო .
ამ წლის 3-აპრილს ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრირა კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, მაგრამ უკვე შეცვლილი სათაურით “კანონი უცხოური სახელმწიფოების ინტერესების შესახებ”. შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ამ კანონს და აცხადებენ, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს.
ამ კანონის თანახმად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც უცხოური დონორებისგან ფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, იძულებული არიან ,, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” დარეგისტრირდნენ, წინააღმეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან.აგენტად დარეგისტრირებაზე ან ფინანსური ანგარიშის წარდგენაზე უარის თქმა 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება. სუბიექტი ვალდებულია, შესაბამის ვებ გვერდზე 10 სამუშაო დღის ვადაში შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად და წარუდგინოს სააგენტოს. განაცხადის შევსებისა და წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გულისხმობს ჯარიმის დაკისრებას 10 000 ლარის ოდენობით. აქრის ხელახლა ჩადენა ამავე აქტის ჩადენისათვის ბოლო დროს დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებიდან ერთი თვის ვადაში, გულისხმობს ჯარიმის დაკისრებას 20 000 ლარის ოდენობით.
მიუხედავად ათასობით ქუჩაში გამოსული მოქალაქის,დამოუკიდებელი მედისს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის რომლებიც ამ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, 2024-წლის 14 მაისს ქართულმა ოცნებამ ე.წ ” რუსეთის კანონი მიიღო, ხოლო 28 მაისს ამ კანონმა საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ივნისის თვეში, საქართველოს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა ევროკომისს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურ სანქციებს დააწესებს და შეწყვეტს ფინანსურ დახმარებას, უკიდურეს შემთხვევაში, შეჩერდება უვიზო მიმოსვლა. ე.წ “რუსული კანონის”მიღების გამო აშშ-მ,მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა.
ვრცლად რადიო-NOR თან ;TOK-TV-ს მულტიმედიის ჟურნალისტი,მიშო დარბაიძე