ევროკავშირის გრანტებით გახსნილი ცენტრი მარტოხელა დედებსა და გაჭირვებულ ქალებს ეხმარება

ევროკავშირის გრანტებით გახსნილი ცენტრი მარტოხელა დედებსა და გაჭირვებულ ქალებს ეხმარება

“წინ ახალი შესაძლებლობებისკენ” ცენტრი ახალქალაქში ათი წელია ფუნქციონირებს და მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ქალების გვერდით იყო.

ამ  წლების განმავლობაში მათ ჰყავდათ 130-მდე ბენეფიციარი, საიდანაც ცენტრის მხარდაჭერით 35-ზე მეტმა მოაგვარა პრობლემები. სამიზნე და დაუცველი ჯგუფი ძირითადად მარტოხელა დედები არიან. ცენტრი გაიხსნა და ფუნქციონირებს დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერით.

ცენტრის დირექტორმა ლიოლია რაისიანმა აღნიშნა, რომ ევროპის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ქალების დახმარება გრანტების მოგებაში და ახალი ბიზნესის წამოწყებაში.