„ევროპის უპირატესობა არის შედარებით უდარდელი ცხოვრება და ფინანსური კეთილდღეობა“ – ჯივან მკრტჩიან

„ევროპის უპირატესობა არის შედარებით უდარდელი ცხოვრება და ფინანსური კეთილდღეობა“ – ჯივან მკრტჩიან

საზღვარგარეთ სწავლა და მუშაობა უნიკალური გამოცდილებაა, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ შეცვალოს ახალგაზრდების ცხოვრება. სტუდენტები, რომლებიც მიდიან სასწავლებლად სხვა ქვეყანაში, აღმოაჩენენ ახალ კულტურებს: ენებს, წეს-ჩვეულებებს და ხვდებიან ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.

ამჟამად ბევრი ნინოწმინდელი ახალგაზრდა მონაწილეობს საზღვარგარეთ სწავლის სხვადასხვა პროგრამებში. მათ შორის ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ჯივან მკრტჩიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკიდან.

ჯივან მკრტჩიანი, თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საგანმანათლებლო პროგრამაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ჩვენთან საუბარში მან გვითხრა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში  და აშშ-შიც  იყო ნამყოფი  საგანმანათლებლო პროგრამებით. რაც შეეხება ევროპის დადებით ასპექტებს, ჯივანმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ბევრს იძლევა – კულტურის გაცნობას, ადამიანებთან ურთიერთობას, მსოფლმხედველობის ცვლილებას, ახალ ცოდნასა და პრაქტიკას, ასევე ინგლისური ენის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება უპირატესობებს, რაც ევროპაში არსებობს, ჯივანმა გვიპასუხა, რომ იქ უამრავი შესაძლებლობაა, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, არის შედარებით უდარდელი ცხოვრება, რაც ჩემი აზრით არის დაკავშირებული ადამიანების აზროვნებასთან, ფინანსურ და ყოველდღიურ კეთილდღეობასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც მე ვისურვებდი, რომ ასევე იყოს საქართველოში – არის ურთიერთობები, მოთმინება და პატივისცემა ადამიანებს შორის“.

ჩვენს კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ევროპის დადებითი მხარეები როდესმე იყოს ასევე საქართველოში, ჯივანმა გვიპასუხა: ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენზეა დამოკიდებული და თუ ეს ყველაფერი გვინდა, ჩვენს ცხოვრებაში შემოვიტანთ. და ამავე დროს, ეს არის საკითხი, რამდენად მზად ვართ მივიღოთ ევროპული ღირებულებები.

ჯივანის თქმით, მას არც ისე კარგად იცის, რა სირთულეები შეიძლება შეექმნას ჩვენს ახალგაზრდებს მსგავს პროგრამებში მონაწილეობისას, მაგრამ ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ენის ცოდნის ნაკლებობა, რადგან ევროპაში ძირითადად საუბრობენ ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე, რაც შეეხება რუსულ ენას, ის არც  ისე გავრცელებული ენაა. ამასთან ერთად, მათ შეიძლება შეექმნათ  ფასეულობათა სისტემის უცოდნობას  და უნიკალური აზროვნების პრობლემა ჩვენს ახალგაზრდობაში.

და რაც უფრო მეტი ადამიანი მიდის ევროპაში, სასწავლებლად თუ სამუშაოდ, ასე სწრაფად ჩვენ გვექნება წარმოდგენა ევროპის ღირებულებებზე და მზად ვიქნებით გავუზიაროთ ეს ღირებულებები.

ამჟამად ჯივან მკრტჩიანი მუშაობს ტრენერად, მათ შორის იურიდიული განათლების ცენტრში და მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას იყენებს თავის ქვეყანაში.

ჩვენს კითხვაზე, სად ურჩევნია მომავალში მუშაობა და კარიერის აშენება, ჯივანმა უპასუხა: „ეს დამოკიდებულია სამუშაოს ბუნებაზე და პირობებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე საქართველო მირჩევნია“.

საერთაშორისო გამოცდილება შეიძლება გამოადგეს პროფესიულ ცხოვრებაშიც, რადგან დამსაქმებლებს ურჩევნიათ ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანებს. გარდა ამისა, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან შეხვედრით მათ შეუძლიათ ბევრი რამ გაიგონ სხვა ქვეყნების ხალხისა და კულტურის შესახებ, რაც დაეხმარება მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში და თავს უფრო კომფორტულად იგრძნობენ.