“ეროვნული ევროპულია”-გიორგი ხობუა

“ეროვნული ევროპულია”-გიორგი ხობუა

გიორგი ხობუა 31 წლის არის,ის ექიმია (დიპლომირებული მედიკოსი, მაგისტრი), ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი თეოლოგიაში. გიორგი ა(ა)იპ “თანასწორობის მოძრაობა” ჯანმრთელობისა და აივ ინფექციის/შიდსის პრევენციის პროგრამის კოორდინატორი და  აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

“საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი,დასავლურ კულტურას საფუძვლად უდევს სწორედ ქრისტიანული ღირებულებები.ქრისტიანულმა ფილოსოფიამ მოუტანა ევროპას,თანასწორობის და თავისუფლების აღიარება.ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი კათოლიკეები,რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში აგრეთვე ქართველი მუსლიმები.სწორედ დასავლურ ღირებულებებთან ინტეგრირებით შეიძლება იყოს ადამიანების უფლებები დაცული საქართველოში”გიორგი ხობუა.