სოციალურმა დაწესებულებამ „ნაბიჯები“, რომელიც ეხება აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს, თავისი საქმიანობა 2020 წელს დაიწყო. მეუღლეებმა, გიორგი მელიქიძემ და სვეტლანა სეროპიანმა იგი დაარსეს, რათა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას ესარგებლა ამ მხარდაჭერით. გიორგი მელიქიძე რადიო NOR-ს მოღვაწეობაზე, გამოცდილებაზე და სირთულეებზე ესაუბრა.
“მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება მალე მიაქციონ ყურადღება ბავშვებს, არ არის აუცილებელი ბავშვის პრობლემები კიდევ უფრო გართულდეს და მერე მივმართოთ ჩვენ ან ნებისმიერ სხვა ცენტრს. მე და ჩემმა მეუღლემ სხვადასხვა ცენტრებში ერთად შევისწავლეთ ბავშვებში აუტისტური სპექტრის ადრეული აღმოჩენა. მუშაობისას მივხვდით, რომ მათ უმეტესობას უჭირს თბილისში წასვლა ენობრივი ბარიერის გამო. ისინი ვერც სომხეთში წავლენ მრავალი ფინანსური პრობლემების გამო, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მსგავსი ცენტრი გაგვეხსნა აქ, რათა იგი ყველა აუტისტი ბავშვისთვის იყოს ხელმისაწდომი. ამ საქმეში ორგანიზაცია „მერსი კორპსთან“ ერთად ევროკავშირმა დაგვიჭირა მხარი.
პირველი ცენტრი ახალქალაქში გაიხსნა, ერთი წლის შემდეგ კი იგივე ცენტრი ნინოწმინდაში. ჩვენი ცენტრის ბენიფიციარები არის შვიდ წლამდე ბავშვები.
ცენტრის მომსახურებით მუდმივად სარგებლობს 30-40 ბავშვი, ხოლო სწავლა სამ ენაზე, ხოლციელდება – გაკვეთილები ტარდება სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე.
ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რაც შეეხება სხვადასხვა ფინანსურ პროგრამებს, მინდა ვთქვა,რომ აუტიზმის ცენტრი, რომელიც დღეს არსებობს, არსებობს ევროკავშირის დახმარებით. ეს დახმარება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ჩვენი ცენტრის არსებობისთვის და განვითარებისთვის“, – განაცხადა მელიქიძემ.
გიორგიმ ასევე „რუსული კანონის“ გავლენაზეც ისაუბრა: “კანონი ამ ეტაპზე ჯერ არ გვეხება, რადგან დახმარება ერთხელ მივიღეთ, ანუ წლიური შემოსავალი არ გვაქვს მსგავსი ორგანიზაციებიდან”.
უფრო დაწვრილებით ჩვენს აუდიოჩანაწერში.
შეგახსენებთ, რომ ათასობით მოქალაქის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ე.წ.„რუსული კანონი“ მიიღო. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის” სტატუს მიანიჭებს.
კანონით გათვალისწინებული დიდი ჯარიმების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის აბსოლუტური უმრავლესობა “რუსული კანონით” შექმნილ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.
რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. საბოლოოდ, რეესტრში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1,5% დარეგისტრირდა (469 ორგანიზაცია 30 ათასამდე ორგანიზაციიდან).