უკვე სამი წელია რაც ახალქალაქში ფუნქციონირებს ცენტრი „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“, რომლის მიზანია ქალთა აქტივობების, ჩართულობის ინიციირება.
ისტორიულად ჩამოყალიბდა, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში ქალების პასიურობა ძირითადად დაკავშირებულია გარკვეულ ტრადიციებთან. ამან შექმნა განცდა, რომ ადგილობრივ “საზოგადოებას ასეთი მენტალიტეტი აქვს”, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სიმართლეს. ეს სტიგმა დასაძლევია ყველა ასაკობრივ და გენდერულ ჯგუფში. მაგალითისთვის, თუ ქალი საქმიან შეხვედრაზე მიდის ან სამსახურს დაიწყებს, სოფელში ეს არა მხოლოდ სალაპარაკო თემა ხდება. გამჯდარი სტერეოტიპების დასანგრევად ცენტრს “წინ ახალი შესაძლებლობებისკენ” და მსგავს ორგანიზაციებს დიდი როლი აკისრია საზოგადოების წინაშე.
ცენტრის დირექტორი: ლიოლია რაისიანი რადიო NOR-თან ინტერვიუში საუბრობს ამ სფეროში მუშაობის, გამოცდილების და სირთულეების შესახებ.
“2021 წელს ჩვენი ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა. მასში ჩართულია 130 ქალი. გვაქვს სხვადასხვა აქტივობები სხვადასხვა სოფლებში. ვცდილობთ ძირითადად სოფლებში მცხოვრებ ქალებს დავეხმაროთ სამსახურის მოძიებაში, განათლების მიღებაში. რაც მთავარია ვაძლევთ მათ საშუალებას განვითარდნენ სხვადასხვა სფეროებში, საჭიროებებიდან გამომდინარე.
ძირითადი ფოკუსია გვაქვს მარტოხელა დედები და სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ადამიანები. ამ თემებით უფრო მეტი დონორის დაინტერესება შევძელით. ცენტრის მხარდაჭერით 35-ზე მეტმა ბენეფიციარმა გადაჭრა პრობლემა, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროგრამაში და დაიწყო თავისი ბიზნესი, მიიღო განათლება, რის შემდეგაც მათ დაიწყეს მუშაობა მაღაზიებში და სილამაზის სალონებში. აღსანიშნავია, რომ ცენტრი შეიქმნა ევროკავშირისა და აშშ-ს ფონდების ფინანსური მხარდაჭერით.
– “რუსულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ ორგანიზაციაშიც შეიქმნა გაუგებარი და გაურკვეველი სიტუაცია. რა იქნება მომავალში – არ ვიცით, ვართ გაურკვევლობაში. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ვიბრძოლებთ ქალთა პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა ლიოლია რაისიანმა.
ასევე წაიკითხეთ:
– “რუსულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ ორგანიზაციაშიც შეიქმნა გაუგებარი და გაურკვეველი სიტუაცია. რა იქნება მომავალში – არ ვიცით, ვართ გაურკვევლობაში. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ვიბრძოლებთ ქალთა პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა ლიოლია რაისიანმა.
შეგახსენებთ, რომ ათასობით მოქალაქის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „რუსული კანონი“ მიიღო. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუს მიანიჭებს.
კანონით გათვალისწინებული დიდი ჯარიმების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის აბსოლუტური უმრავლესობა “რუსული კანონით” შექმნილ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.
რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. საბოლოოდ, რეესტრში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1,5% დარეგისტრირდა ( 469 ორგანიზაცია 30 ათასამდე ორგანიზაციიდან).