“უცხოური გავლენის შესახებ” კანონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობაზე, კანონი ავალდებულებს მათ უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირებას. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულები არიან წარუდგინონ ფინანსური დეკლარაცია სახელმწიფოს, რაც მათ მუშაობას აფერხებს და საფრთხის ქვეშ აყენებს მათ არსებობას. 2023 წელს საქართველოს პარლამენტს, მიზნად ჰქონდა დასახული იმ კანონის მიღება რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელ მედიებს და დასავლეთიდან დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მტრად გამოაცხადებდა, ამავე წლის 7 მარტს კანონი მიიღეს. კანონის მიღებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი და გამოსვლები მოჰყვა.აქციები როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა. საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები და მიგრანტები აპროტესტებდნენ უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონს.
ახალქალაქის ზრდასრულთა ცენტრი DVV International-ის დაფინანსებით მოღვაწეობს 2006- წლიდან. ცენტრის მიზანია ზრდასრულთა განათლება და შემდგომ მათ დასაქმებაში ხელის შეწყობა.შორენა თეთვაძე ახალქალაქის ზრდასრულთა ცენტრის დირექტორია რადიო-NOR თან საუბრისასა ის ამბობს.
“განათლების მიმართულებით ვცდილობთ ხელი შეუწყოთ ეთნიკურ მოსახლეობას, ჩვენი ცენტრი ხუთი მიმართულებით მუშაობს პიროვნული და პროფესიული განვითარება,ფინანსური განათლება,სამოქალაქო აქტივიზმი,სამოქალაქო განათლება.ვმუშაობთ ასევე ახალგაზრდებთან ერთად და გვაქვს კულტურული ღონისძიებები და კურსები.ჩვენი მიზანი ახალგაზრდების გააქტიურება დ მათი ინტეგრაციის ხელშეწყობაა.2006 წლიდან მოყოლებული დღემდე დაახლოებით ათასობით კურსდამთავრებულს აქვს მიღებული ჩვენი ბენეფიტები.პიროვნული და პროფესიული განათლების მიმართულებით გვაქვს როგორც სახელობაო ასევე ენის შემსწავლელი კურსები,ჩვენ მორგებულები ვართ მოსახლეობაზე და მათი მოთხოვნის გათვალისწინებით ვაკეთებთ კურსებს”-ამბობს შორენა თეთვაძე.
“საბუღალტრო კურსების მიმართულებით მოსახლეობის მოთხოვნა ძალიან დიდია,ჩვენი ძირითადი ბენეფიციარები ქალები არიან ჩვენ უფრო მეტად ქალებთან ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ მათ გააქტიურებას და მათ საზოგადოებაში ჩართულობას.ახალგაზრდებთან მიმართულებაში გვაქვს სხვადასხვა ახალგაზრდული კლუბები, ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, იღებენ დამატებით ცოდნას და ივითარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას.ვეხმარებით ასევე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.რაც შეეხება ახალგაზრდებს,ერთ-ერთი ჩვენი მონაწილე ERASMUS+ გერმანიაში წავიდა განათლების კუთხით და დღესდღეობით იქ აგრძელებს განათლების მიღებას და მუშაობას”
2024 წლის 4 აპრილიდან საქართველოს პარლამენტის წინ ,, უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” რუსული სტილის კანონთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართებოდა. საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორისა და ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზებით გაიმართა და მას სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.ის იურიდიული პირები, რომელთა ბიუჯეტები უცხოური დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტისგან შედგება, მიიღებენ “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების სტატუსს.”ეს არის ქართული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ძირითადად დასავლურ ფონდებთან მუშაობენ მიუხედავად საზოგადოების ძალისხმევისა, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ “რუსულ კანონს” . ეს კანონი უარყოფითად მოქმედებს და ზღუდავს თავისუფალი, და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.არასამთავრობო ორგანიზაციები,მედია საშუალებები, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ყველას შეეხება. რუსეთსა და ბელორუსში, სპორტსმენები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები დღეს “აგენტები” არიან. ზოგი მათგანი ციხეშია, ზოგი კი საერთოდ ქვეყნიდან გაიქცა.
აშშ და ევროკავშირი საქართველოს მიმართ სანქციებისა და დახმარების შემცირების პოლიტიკას ატარებენ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის. 1 აგვისტოდან ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია საშუალება, ვისი წლიური თანხების 20%ტ-ზე მეტი უცხო ქვეყნებიდან შემოდის, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ უცხო ძალის გამტარებელ ორგანიზაციად და შეავსონ ფინანსური დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ჯარიმები და უკიდურეს შემთხვევაში, ქონების კონფისკაცია და ორგანიზაციის დახურვა მოხდება.2024 წლის 4 აპრილს „ გამჭირვალობის კანონი“ პარლამენტში დაინიცირდა.
ვრცლად აუდიომასალაში რადიო NOR-თან: ახალქალაქის ზრდასრულთა ცენტრის დირექტორი,შორენა თეთვაძე.