შუშან მკრტჩიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში ცხობრიბს, ის 15 წლისაა. თავისი გზა წარმატებისკენ GIPA MediaLab-ში 2023 წლის იანვარში დაიწყო, რომელიც სამცხე-ჯავახეთში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.
შუშანი გვიყვება, რომ GIPA MediaLab პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები სწავლობენ ვიდეო და ფოტო გადაღებას. ასევე, სასწავლო პროგრამაშია მულტიმედიური პროექტების შექმნა და სოციალურ ქსელებში მუშაობაც.
– “უკვე 2 წელია რაც მე სოფელ ფარავნიდან დავდივარ GIPA-ში, რათა ვისწავლო და ოცნება ავისრულო. GIPA-მ ბევრი ადამიანი გამაცნო და უკვე დავმეგობრდი GIPA-სთან”, – ყვება შუშანი.
შუშანს აქვს ოცნება, მაგრამ დგას პრობლემის წინაშე:
“წელს მინდა გრანტი მივიღო და თუ დაფინანსება არ იქნება, ოცნებას ვერ ავიხდენ და იგი აუხდენელი დარჩება“.
უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტი GIPA MediaLab ა.შ.შ.-ს საელჩოს (US Embassy Tbilisi, Georgia) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
4 ივნისიდან ქვეყანაში “რუსული კანონი” ამოქმედდა. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუს მიანიჭებს.
კანონით გათვალისწინებული დიდი ჯარიმების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის აბსოლუტური უმრავლესობა “რუსული კანონით” შექმნილ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.
რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. საბოლოოდ, რეესტრში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1,5% დარეგისტრირდა (სულ 469 ორგანიზაცია 30 ათასამდე ორგანიზაციიდან).
დაწვრილებით ჩვენს აუდიო ჩანაწერში.