„უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობაზე. კანონი ორგანიზაციებს ავალდებულებს, რომ ისინი დარეგისტრირდენ უცხოური გავლენის აგენტად.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ე.წ „რუსული კანონი“.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის მეთოდებისა და ღირებულებების გაცნობა.არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ 2020 წლიდან მოქმედებს და 4 წელია ფუნქციონირებს ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.
ზემოაღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებელი, პოლიტოლოგი ტიგრან თარზიანი რადიო NOR-ს ამ სფეროში გამოცდილების, სირთულეებისა და „რუსული კანონის“ გავლენის შესახებ ესაუბრა.
„ჩვენი ორგანიზაცია ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად 4 წლის წინ დავაარსეთ, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში რიგი სამუშაოები ჩავატარეთ. მთავარი დონორები იყვნენ USAID, აშშ-ის საელჩო საქართველოში, IREX და ა.შ. ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობდით და ამ წლეების განმავლობაში არაფერი დაგვიმალია. ყველაფერი გამჭვირვალე იყო. მოგეხსენებათ, დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება თავად მონაწილეობაა. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რეგიონებში მონაწილეობის პროცესი იმდენად აქტიური არ არის და რადგან ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები ახალგაზრდები არიან, გადავწყვიტეთ, ძირითადად ახალგაზრდებთან გვემუშავა. მონაწილეობითა და თანამშრომლობით ვცდილობდით სოფლებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები მიგვეტანა შესაბამის ორგანოებამდე, რათა მათ გეგმებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებში ჩაეტარებინათ, მომავალში მათი გადაჭრის მიზნით. ასევე გვქონდა გადაცემები დეზინფორმაციის, ქალთა უფლებების ინფორმირებულობის შესახებ და ა.შ. ასევე იყო სირთულეები ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობაზე, დიალოგის ორგანიზებასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცადეთ ამ ყველაფერს სხვა კუთხით მივუდგეთ და სხვა გზები გვეპოვა“, – ამბობს ტიგრან თარზიანი.
ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ დამფუძნელი აღნიშნავს: „ახალგაზრდებისთვის ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და შეხვედრები, სადაც მათ სრულად შეისწავლეს აქტიურობა, დემოკრატია, ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელი და ა.შ. 20-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა შესაბამისი კურსი და ამ ყველაფრის საფუძველზე უკვე პრაქტიკაში მიიღო მონაწილეობა და ეს თავისთავად უკვე დიდი შედეგია“.
ტიგრანი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ დახმარებით უნდათ ბოლო მოეღოს იმ სექტორს, რომელიც დამოუკიდებელია და წარმოადგენს ხალხს ხელისუფლების ხარვეზებზე, კორუფციაზე, დარღვევებზე, პრობლემებზე და ა.შ. ასევე, ამ ჯარიმებით უნდათ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება, რადგან ამ კანონის გარეშეც არასამთავრობო სექტორი ფინანსურად ისეთაც გამჭვირვალე იყო.
„ეს კანონი ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ჩვენი ორგანიზაცია არ აპირებს დარეგისტრირებას უცხოური გავლენის აგენტად და გააგრძელებს თავის საქმიანობას, სანამ არის დრო. დიდი იმედით ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ან გააუქმოს ან შეიტანოს გარკვეული ცვლილებები ამ კანონში. რაც შეეხება არჩევნებს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალა და გასაღები ხალხის ხელშია“, – დაამატა თარზიანმა.
29 ივლისს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს მმართველი უმრავლესობის „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის წინააღმდეგ. „რუსული კანონის“ შეჩერების თაობაზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოში (სსკ) მიმდინარეობს და ამ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.